Monday, February 28, 2011

მაცხოვარი

   ხე, ლევკასი, კვერცხის ემულსია, პიგმენტი.) ხატი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, სოფ სადგერში, ახლად აღდგენილ დედათა მონასტერში, არის კანკელის ხატი, დაიწერა2009წ

Saturday, February 26, 2011

სარკის წმინდა გიორგი

 
ეს ხატი  დაბრძანებულია  ქარელის  რაიონში,  სარკის  წმინდა გიორგის სახელობის  მონასტერში. დაიხატა 2004 წელს.  არის  სასწაულთმოქმედი ხატი, მასში  ჩასვენებულია წმიდა გიორგის წმიდა  ნაწილი. მას  ევედრებიან  უშვილო  წყვილები,  ხატმა  ბევრი  სასწაული მოახდინა.
  ხატი შესრულებულია ხის დაფაზე, კვერცხის ემულსიით,შარავანდედი დაფარულია ოქროს ფენით,  წინასახედ გამოყენებულია ყინწვისის წმიდა გიორგის ფრესკა.

ბაკურაძეების საგვარეულო მაცხოვრის ხატი


ესაა დიდი ისტორიის ხატი, რომელიც შეიქმნა, იმ სასწაულთმოქმედი ხატის მიხედვით, რომელიც ჟამთა სიავის გამო განადგურდა.
ამ ხატის მცირე ზომის დედანი ინახება ქაშვეთის ტაძარში, ხოლო მეორე დიდი ზომისა, ინახება ქვემო სვანეთის ერთერთ უძველეს საგვარეულო ტაძარში.

წმიდა პავლე მოციქული რომის კატაკომბებიდან

წმიდა მოციქულის ეს ხატი არის პირველი ქართული სტილის ხატი, რომელიც შეიქმნა ახლადაღმოჩენილ ფრესკის მიხედვით, რომელიც აღმოჩნდა რომის 3 საუკუნის წმ. თეკლეს სახელობის კატაკომბებში.
ხატი ინახება პირად კოლექციაში