Sunday, September 11, 2011
Monday, August 29, 2011
Sunday, July 3, 2011
Saturday, July 2, 2011
Thursday, June 16, 2011
Tuesday, June 7, 2011
Monday, June 6, 2011
Saturday, May 7, 2011
Wednesday, May 4, 2011
Friday, March 18, 2011
Wednesday, March 16, 2011
Tuesday, March 8, 2011
Friday, March 4, 2011
Tuesday, March 1, 2011
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“
..
”დედა ღვთისმშობელი” ხე, კვერცხის ემულსია,პიგმენტი. მდებარეობს ხაშურის რაიონში, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. დაიხატა 2008 წელს. ეკლესიის მრევლის შემოწირულობითა და სურვილით.
ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში, იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება. ის ბერთა სატრაპეზოს (იგივე სასადილოს) კედელზეა მოთავსებული.
მე-17 საუკუნეში მონასტერში ცხოვრობდა ერთი ტრაპეზარი - ნილოსი, რომელიც ხატთან ხშირად მიმოდიოდა ანთებული კვარით. ერთხელ მას ხატიდან ხმა მოემსა: „კვარით ნუღარასოდეს გაივლი აქ და ნუღარ გაჭვარტლავ ჩემს ხატს". ნილოსმა ჩათვალა, რომ ეს ბერების მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიაქცია და ძველებურად მიმოდიოდა ანთებული კვარით ხელში. მალე მან კვლავ გაიგონა ხატიდან ხმა: „ბერო, რომელიც ამ სახელის ღირსი არა ხარ, კიდევ დიდხანს გააგრძელებ ჩემი ხატის ასე გაჭვარტლას?" ამ სიტყვებზე ტრაპეზარი დაბრმავდა. მხედველობის დაკარგვის შემდგომ ნილოსს თვალის ტკივილები ტანჯავდა და დღედაღამ ხატის წინაშე მოთქვამდა. ერთხელ კვლავ შემოესმა ხმა ხატიდან: „ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, უთხარი ძმებს, რომ მე ვარ მფარველი და მცველი მათი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივაოვებ. დღეიდან ჩემს ხატს მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, რადგან ყველას, ვინც რწმენით შემევედრება, მსწრაფლ გარდამოვუვლენ წყალობას". ამ სასწაულის შესახებ მთელმა ათონმა შეიტყო. ბერებმა ადგილს, სადაც წმინდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენელის სახელობის ტაძარი ააგეს. მსწრაფლშემსმენელის ღვთისმშობლის ხატი დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს. მისი ასლები მრავალ ქვეყანაში წააბრძანეს.
2005 წლის 12 მაისს მსწრაფლშემსმენელის ხატის ასლი, რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს, საქართველოშიც ჩამოაბრძანეს. მან ელიას მთაზე ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაივანა.
Monday, February 28, 2011
Saturday, February 26, 2011
სარკის წმინდა გიორგი
ეს ხატი დაბრძანებულია ქარელის რაიონში, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში. დაიხატა 2004 წელს. არის სასწაულთმოქმედი ხატი, მასში ჩასვენებულია წმიდა გიორგის წმიდა ნაწილი. მას ევედრებიან უშვილო წყვილები, ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა.
ხატი შესრულებულია ხის დაფაზე, კვერცხის ემულსიით,შარავანდედი დაფარულია ოქროს ფენით, წინასახედ გამოყენებულია ყინწვისის წმიდა გიორგის ფრესკა.
ხატი შესრულებულია ხის დაფაზე, კვერცხის ემულსიით,შარავანდედი დაფარულია ოქროს ფენით, წინასახედ გამოყენებულია ყინწვისის წმიდა გიორგის ფრესკა.
Subscribe to:
Posts (Atom)